logo
ENG



The Guardian: "ვაგნერის" ხელმძღვანელის თქმით, მისი ჯარები მთლიანად აკონტროლებენ სოლედარს

11 იან 202308:03
3 წუთის საკითხავი
 
Telegram

The Guardian-ი წერს, რომ რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელის,  ევგენი პრიგოჟინის ინფორმაციით, მისმა ძალებმა დაასრულეს უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება.

"ვაგნერის ქვედანაყოფებმა აიღეს სოლედარის მთელი ტერიტორია." - თქვა ევგენი პრიგოჟინმა აუდიო შეტყობინებაში, რომელიც გამოქვეყნდა მის Telegram-ზე.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები ქალაქის ცენტრში ალყაში იყვნენ და "მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები."

დენის პუშლინმა, რუსის მიერ დანიშნულმა ჩინოვნიკმა აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის პირველ არხს განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, "სოლედარის ცენტრი უკვე ვაგნერის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშაა."

პრიგოჟინმა გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, ვაგნერის მებრძოლებით გარშემორტყმული, სოლედარის მარილის მაღაროში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ თავის ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოლედარის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უკვე რუსეთის კონტროლის ქვეშ იქნებოდა.

სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სოლედარის გმირ დამცველებს, მაგრამ სამხედრო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინული ჯარები გაუძლებენ ქალაქზე "ახალ და კიდევ უფრო მკაცრ თავდასხმებს."


close დახურვა